Thursday, January 31, 2013


ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל Yisra'elარაბ. إِسْرَائِيل‎‎ Isrā'īl, ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფო) — ქვეყანა სამხრეთ-დასავლეთ აზიაში,ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ კიდეზე. ესაზღვრება ლიბანი ჩრდილოეთით, სირია ჩრდილოაღმოსავლეთით, იორდანიააღმოსავლეთით და ეგვიპტე სამხრეთდასავლეთით, და მოიცავს გეოგრაფიულად მრავალფეროვან რეგიონებს მის შედარებით მცირე ტერიტორიაზე[1]. ასევე ესაზღვრება დასავლეთი სანაპირო აღმოსავლეთით და ღაზას სექტორი სამხრეთდასავლეთით. 7,86 მილიონი მოსახლეობით[2], რომელთა უმრავლესობა ებრაელია, ისრაელი მსოფლიოს ერთადერთი ებრაული სახელმწიფოა[3]. ისრაელი სამშობლოდ ითვლება სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვისაც, მათ შორის უმრავლესობას არაბები და მრავალრიცხოვანი რელიგიური ჯგუფები (მაჰმადიანები, ქრისტიანები, დრუზები, სამარიტელები და სხვ.) წარმოადგენენ.
ისრაელის თანამედროვე სახელმწიფო საფუძვლებს იყრის ისრაელის მიწაზე (Eretz Yisrael), კონცეფცია, რომელიც უძველესი დროიდან იუდაიზმის ცენტრალური იდეა იყო[4], და უძველესი იუდეის სამეფოს გულში, საიდანაც თანამედროვე ებრაელები უნდა იყვნენ წარმოშობით. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგამ დაამტკიცა პალესტინაზე ბრიტანეთის მანდატი, რომლის მიზანი „ებრაელი ხალხისთვის ეროვნული სახლის“ შექმნა იყო[5]. 1947 წელს გაერომ დაამტკიცა პალესტინის დაყოფა ორ სახელმწიფოდ, ებრაულ და არაბულ ნაწილებად[6]. 1948 წლის 14 მაისს ისრაელმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ომის დაწყება მოჰყვა, ვინაიდან მათ უარი განაცხადეს ისრაელის ცნობაზე. ისრაელი ამ ომების სერიაში გამარჯვებული გამოვიდა და შეძლო საკუთარი დამოუკიდებლობის დაცვა. ამ ომებით მან საკუთარი საზღვრები გაეროს დაყოფის გეგმით ფარგლებს გარეთ გადაწია. მას შემდეგ ისრაელი კონფლიქტშია მრავალ მეზობელ არაბულ ქვეყანასთან, რის გამოც პერიოდული ომები და კონფლიქტები რეგიონში დღემდე გრძელდება[7]. დაფუძნების შემდეგ ისრაელის საზღვრები და სახელმწიფოს არსებობის უფლება მუდმივი დისპუტის საგანი იყო, განსაკუთრებით მის არაბ მეზობლებთან და მათ პალესტინელ ლტოლვილებთან. ისრაელს სამშვიდობო ხელშეკრულება აქვს მოწერილი ეგვიპტესთან და იორდანიასთან, თუმცა ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა პალესტინელებთან დღემდე შეუძლებელი გახდა.
ისრაელი წარმომადგენლობითი დემოკრატიაა საპარლამენტო სისტემითა და საყოველთაო საარჩევნო უფლებით[8][9]პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელის, ხოლო ქნესეთი ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს დანიშნულებას ასრულებს. ნომინალურიმთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკა სიდიდით 44-ეა მსოფლიოში[10]ჰუმანური განვითარებითპრესის თავისუფლებითა და ეკონომიკური კონკურენტულობით ისრაელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რანგით პირველია[11][12][13].იერუსალიმი ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქია და ქვეყნის უდიდესი ქალაქია, ხოლო თელ-ავივი — ეკონომიკური ცენტრი.

სექციების სია

  [დამალვა

სახელწოდება 

1948 წელს, ახლადჩამოყალიბებულ ებრაულ სახელმწიფოს ოფიციალურად ისრაელის სახელმწიფოეწოდა, თუმცა არსებობდა სახელწოდების კიდევ რამდენიმე ვერსია: „ისრაელის მიწა“, „სიონი“, „იუდეა“[14]. ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეს კი ეწოდა „ისრაელი“[15].
ისტორიულად, სიტყვა „ისრაელი“ გამოიყენებოდა ისრაელის სამეფოსა და, ზოგადად, ებრაელი ერის აღსანიშნავად[16]ბიბლიის თანახმად, „ისრაელი“ გამოყენებულ იქნა იაკობთან მიმართებაში („ისრაელი“ ძველებრაულად „ღმერთთან შეჭიდებულს“ ნიშნავს[17]), მას შემდეგ რაც ის ღმერთს შეებრძოლა:
ვიკიციტატა„უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.“
(დაბ.: 32,28)
პირველი არქეოლოგიური არტეფაქტი, სადაც სიტყვა „ისრაელია“ მოხსენიებული, მერნეპტაჰას სტელაა, რომელიც ძველ ეგვიპტეშია შესრულებული და ძვ. წ. XIII საუკუნითაა დათარიღებული[18].

ისტორია 

ისტორიული ფესვები


ისრაელის სახელმწიფო ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) მდებარეობს. თორის მიხედვით, ეს ღმერთის მიერ აღთქმული მიწაა ეგვიპტისმონობისაგან გათავისუფლებული ებრაელებისათვის. ანტიკურ ხანაში, ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა ისრაელის გაერთიანებული სამეფო(მე-11 საუკუნის მიწურულიდან მე-10 საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე - ჩვენს წელთაღრიცხვამდე)[19]; შემდეგ ეს სამეფო ორად გაიყო: ქვეყნის ჩრდილოეთში ისრაელის სამეფო ჩამოყალიბდა, რომელმაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 722 წლამდე იარსება, სამხრეთში კი იუდეის სამეფო. ეს უკანასკნელი საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში განადგურდა, თუმცა მანამდეც რამდენჯერმე შეწყვიტა არსებობა.
უკვე ჩვენს წელთაღრიცხვამდე 63 წელს, პომპეუსის მიერ იერუსალიმის აღების შედეგად, იუდეის სამეფო რომის იმპერიას დაექვემდებარა. ჩვენი წელთაღრიცხვით 66 წელს იუდეველები აჯანყდნენ. 70 წელს რომაელებმა ხელახლა დაიპყრეს იერუსალიმი, მეორე ტაძარი გადაწვეს და ქალაქი ააოხრეს; ამით ბოლო მოეღო ანტიკური ხანის ებრაულ სახელმწიფოებრიობას. აჯანყებულები საბოლოოდ 73 წელს დამარცხდნენ.
132 წელს ბარ-კოხვას მეთაურობით ახალი ამბოხება დაიწყო და 136 წლამდე გაგრძელდა. ეს ამბოხება რომაელებმა დიდი სისასტიკით ჩაახშვეს, რასაც ასიათასობით ებრაელი ემსხვერპლა; ამის შედეგად ებრაელი ერი უმცირესობად იქცა ისრაელის მიწაზე. მე-9 საუკუნემდექვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ებრაული ქალაქი და სოფელი, შემდეგ კი ძალზე მცირერიცხოვანი თემებიღა შემორჩა.
მე-4 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე ისრაელის მიწა, რომელიც უფრო პალესტინის სახელითაა ცნობილი, მრავალ სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების დამპყრობელს ჩაუვარდა ხელთ. შუა საუკუნეების მიწურულიდან ებრაელები შეძლებისდაგვარად ჩამოდიოდნენ აქ დიასპორიდან და მათი რიცხვი ქვეყანაში ნელ-ნელა მატულობდა. მე-19 საუკუნიდან,სიონისტური მოძრაობის დაარსების მიჯნაზე, ამ იმიგრაციამ მასობრივი ხასიათის მიღება დაიწყო, რის შედეგადაც ებრაელები თანდათან ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.

სიონისტური მოძრაობა და გზა ახალი სახელმწიფოებრიობისაკენ 


მე-19 საუკუნეში სიონისტური მოძრაობა დაარსდა; მან მიზნად დაისახა „ისრაელის მიწაზე ებრაელი ერისათვის ერთა ოჯახში [შემავალი] სამშობლოს ჩამოყალიბება“, როგორც 1897 წელს ბაზელში გამართულ პირველ მსოფლიო სიონისტურ კონგრესზე იყო დეკლარირებული. ამ სწრაფვას მალე „ბაზელის გეგმა“ ეწოდა.
სიონისტური მოძრაობის დამაარსებელი ბინიამინ ზეევ ჰერცლი იყო. ის ამ მოძრაობას უძღვებოდა 1897 წლის კონგრესიდან მის გარდაცვალებამდე, 1904 წელს. სიონისტური მოძრაობის დაარსებამდეც მოღვაწეობდნენ ისეთი მნიშვნელოვანი სიონისტი მოაზროვნეები, როგორც მოშე ჰესიიეჰუდა ლევ პინსკერი და „ახად ჰა'ამი“, მაგრამ ჰერცლმა პირველმა გააერთიანა ერთ ორგანიზაციაში სიონისტური იდეის მომხრე სხვადასხვა ქვეყნის ებრაელები. ის აგრეთვე პირველი სიონისტი მოღვაწე იყო, რომელიც სიონისტური იდეის განსახორციელებლადდიპლომატიურპოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში მოქმედებდა, თანაც საჯაროდ.
ჰერცლის გარდაცვალების შემდეგ სიონისტური მოძრაობის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მისი ცნობილი თანამოღვაწე ხაიმ ვაიცმანი იქცა. ვაიცმანის ძალისხმევის შედეგად 1917 წელს გამოქვეყნდა „ბალფურის დეკლარაცია“, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთის იმპერია მხარს უჭერდა ისრაელის მიწაზე (პალესტინაში) „ებრაელი ხალხისათვის ეროვნული სახლის“ ჩამოყალიბებას. მიუხედავად იმისა, რომ დეკლარაციაში ებრაული სახელმწიფოს დაარსება არ იგულისხმებოდა, ის ასახავდა ბრიტანეთის მხარდაჭერას ისრაელის მიწაზე ებრაელთადასახლებაში, თანაც სიონისტური მოძრაობის აღიარებას ამ საქმის ხელმძღვანელად და ებრაელი ხალხის წარმომადგენლად. ეს სიონისტური მოძრაობის პირველი საერთაშორისო მიღწევა იყო. დიპლომატიური მოღვაწეობის პარალელურად პრაქტიკულ სიონისტურ ღონისძიებებსაც ჰქონდა ადგილი, რაც ძირითადად მზარდ ებრაულ ემიგრაციაში, ისრაელის მიწაზე/პალესტინაში მიწების შესყიდვაში და ახალი ებრაული დასახლებების შექმნაში გამოიხატებოდა.
1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის მსვლელობისას, ბრიტანელებმა ისრაელის მიწიდან/პალესტინიდან თავიანთი მტერი ოსმალო-თურქებიგანდევნეს; ამით დასრულდა ოსმალეთის იმპერიის ოთხსაუკუნოვანი ბატონობა ამ ქვეყანაში.

დავიდ-ბენ-გურიონის მიერ ისრაელის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1948 წლის 14 მაისს.
1920 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამხედრო ხელისუფლება განაგებდა. 1920 წელს ისრაელის მიწა/პალესტინა (დღევანდელი იორდანიისტერიტორიის ჩათვლით) თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭომ (ეს ერთა ლიგის წინამორბედი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო) ოფიციალურად გადასცა ბრიტანეთის იმპერიას დროებითი მმართველობის მანდატით; 1948 წლამდე ქვეყანას ბრიტანული სამოქალაქო ადმინისტრაცია მართავდა საგანგებოდ დანიშნული უზენაესი კომისრის ხელმძღვანელობით.
თანხმობის სახელმწიფოთა კავშირის საბჭოსავე გადაწყვეტილების თანახმად 1920 წელს ისრაელის მიწის ებრაული სააგენტო დაარსდა, როგორც ქვეყნის ახალი ბრიტანული სამოქალაქო ხელისუფლების მრჩეველი ორგანო ებრაელებთან ურთიერთობაში. იმავე წელს ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა ინიციატივით სხვა ადგილობრივი ებრაული ორგანიზაციაც ჩამოყალიბდა - ისრაელის ქნესეთი. ამ ორგანიზაციის უზენაეს ორგანოდ არჩეულთა კრება შეიქმნა. კრების დეპუტატთა არჩევნები 192019251931 და 1944 წლებში გაიმართა ისრაელის მიწის ებრაელთა შორის. არჩეულთა კრება აღმასრულებელ კომიტეტს ირჩევდა, რომელსაც ეროვნული კომიტეტი ეწოდებოდა. ეს კომიტეტი ისრაელის მიწის ებრაელთა საშინაო საქმეების გამგებლობას და ებრაელთა ბრიტანული ხელისუფლების წინაშე წარმომადგენლობას კისრულობდა, მაგრამ წლების განმავლობაში ის ებრაულ სააგენტოსთან შედარებით სუსტი ორგანო აღმოჩნდა. ბრიტანელებმა მხოლოდ 1928 წელს სცნეს ისრაელის ქნესეთი, არჩეულთა კრება და ეროვნული კომიტეტი.
1921 წელს ბრიტანელებმა ისრაელის მიწას/პალესტინას ტრანს-იორდანია მოსწყვიტეს და იქ ახალი არაბული საამირო ჩამოაყალიბეს, რომელიც 1944 წლამდე (დამოუკიდებლობამდე) ამიერიორდანიის მსგავსად ბრიტანელი უზენაესი კომისრის ხელისუფლებას ექვემდებარებოდა.
პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ იმიგრაციული ტალღების შედეგად დაარსებულ ებრაულ დასახლებებსა და უბნებს ზრდა-განვითარებისა და აყვავების ხანა დაუდგა.1919-1929 წლებში, იმიგრაციის მასშტაბების ზრდამ შესაბამისი ზომების მიღება მოითხოვა. 1929 წელს, მე-16 მსოფლიო სიონისტურმა კონგრესმა ებრაულ დასახლებათა განვითარების დაჩქარება გადაწყვიტა. ამ დავალების შესრულებაში ებრაული სააგენტო ეროვნულ კომიტეტზე უფრო ეფექტური აღმოჩნდა. ებრაულმა სააგენტომ გადაწყვიტა სააგენტოში გაწევრიანების საშუალებით მოეზიდა არა-სიონისტი საზღვარგარეთელი ებრაელი ფილანთროპები, რომლებიც წვლილს შეიტანდნენ ებრაული დასახლების დაფინანსებაში. ამის კვალდაკვალ მრჩეველმა ებრაულმა სააგენტომ რეორგანიზაცია გაიარა; იგი გაფართოვდა და საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციად იქცა, რომელმაც მისი ძალისხმევის შედეგად დაფინანსებული სიონისტური ღონისძიებების ხელმძღვანელობაც იკისრა. ამგვარად, ებრაული სააგენტო ამ ღონისძიებათა დამგეგმავი მსოფლიო სიონისტური ორგანიზაციის წარმომადგენელი გახდა ისრაელის მიწაზე, თან მასზე სუსტ ეროვნულ კომიტეტთან ერთად ამ ქვეყნის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა სახელმწიფოს დაარსებამდე.
ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაულ დასახლებას ადგილობრივი არაბული მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა და ზოგჯერ ტერორის საშუალებით ებრძოდა. ამ წინააღმდეგობასებრაელები ძირითადად თავდაცვითი ზომების მიღებით პასუხობდნენ, მაგრამ რამდენიმე პატარა ებრაული იატაკქვეშური ორგანიზაციის მეომრები ხანდახან არამებრძოლ არაბებსაც ესხმოდნენ თავს. არაბთა დასამშვიდებლად ბრიტანელები ცდილობდნენ რამდენადმე შეემცირებინათ ებრაული იმიგრაციის მასშტაბები, მაგრამ მათ ძალისხმევას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია; მხოლოდ არაბთა 1936 -1939 წლების ამბოხების კვალდაკვალ, ბრიტანელებმა 1939 წლიდან დიდად შეზღუდეს ებრაული იმიგრაცია. ებრაელები მაინც ახერხებდნენ არალეგალურად იმიგრირებას, ზოგჯერ თავიანთი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებით.
1935-1938 წლებში, ებრაული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დავიდ ბენ-გურიონს ეკავა, რომელიც აგრეთვე ლეიბორისტული მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ბენ-გურიონი მტკიცედ მოითხოვდა ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ებრაული სახელმწიფოს დაარსებას, ქვეყნის ორად გაყოფის ფასადაც კი (ებრაელთა და ადგილობრივ არაბთა შორის).1942 წელს, ბოლტიმორის კონფერენციაზე, მსოფლიო სიონისტურმა ორგანიზაციამ დაამტკიცა ბენ-გურიონის პოლიტიკური გეგმა.
მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტების მიერ დევნილი ებრაელები არც ერთმა დასავლურმა სახელმწიფომ არ შეიფარა, ხოლო ისრაელის მიწაზე/პალესტინაში ჩასვლას მათბრიტანელები უკრძალავდნენ; ჰოლოკოსტის ფართო მასშტაბი ნაწილობრივ ებრაელთა ამ მიუსაფრობამ განაპირობა. ომის შემდეგ, საერთაშორისო საზოგადოებამ საკმარისი ინფორმაცია მიიღო ჰოლოკოსტზე; მან ისიც შეიცნო, რომ მსხვერპლთა დიდი ნაწილი მისი გულგრილობის გამო დაიღუპა და ისრაელილის მიწა/პალესტინა მრავალ ლტოლვილევროპელ ებრაელს შეიკედლებდა ებრაული სუვერენიტეტის შემთხვევაში. ყოველივე ამან საერთაშორისო საზოგადოება დაარწმუნა, რომ საჭიროა ისრაელის მიწის/პალესტინისნაწილი ებრაული სახელმწიფოსათვის გამოიყოს (ქვეყანაში ბრიტანული მმართველობის დასრულებისთანავე).
1947 წლის 29 ნოემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუცია 181, რომლის მიხედვითაც ისრაელის მიწაზე/პალესტინაში უნდა დაარსებულიყო ორი სახელმწიფო: ერთი ებრაელთათვის და მეორე ადგილობრივი არაბებისათვის.
ებრაული სახელმწიფოს ფარგლებში უნდა მოქცეულიყო ჩრდილო მთაგორიანი რეგიონის, გალილის, აღმოსავლეთი მხარე, ჩრდილოეთის ხეობები, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი, შუა და სამხრეთ ნეგევის უდაბნოები და აგრეთვე, ნეგევის აღმოსავლეთით მდებარე სტეპი - არავა. ადგილობრივ არაბებს უნდა რგებოდათ გალილის დასავლეთი მხარე, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის სამხრეთი ნაწილი და უკიდურესი ჩრდილო მონაკვეთი, მდინარე იორდანის ხეობა და დასავლეთ ნაპირი (ძველებრაულიიუდეა და სამარია), ჩრდილოეთ ნეგევი და ნეგევის უკიდურესი დასავლეთი. იერუსალიმისა და ბეთლემის ურთიერთმოსაზღვრე რაიონებს (ქალაქების ჩათვლით) უნდა შეედგინაგაეროს მფარველობის ქვეშ მყოფი ნეიტრალური ზონა.
ებრაული სააგენტო, რომელიც ისრაელის მიწის/პალესტინის ებრაელთა მთავრობად ფუნქციონერებდა, დასთანხმდა ქვეყნის გაყოფის გეგმას, ადგილობრივმა არაბებმა კი გადაწყვიტეს არ დამორჩილებდნენ გაეროს რეზოლუციას და არ დაეშვათ ებრაული სახელმწიფოს შექმნა. ადგილბრივ არაბთა უკმაყოფილება მალე მათი შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებში გადაიზარდა; დაიწყო 1947-1949 წლების ებრაულ-არაბული ომი.

მნიშვნელოვანი მოვლენების ქრონოლოგია 


ქნესეთი შენობა
  • 1948 — ისრაელის სახელმწიფოს გამოცხადება;
  • 1948-49 — ომი დამოუკიდებლობისათვის, დასავლეთ იერუსალიმის შეერთება;
  • 1948-52 — ხაიმ ვაიცმანი, ისრაელის პირველი პრეზიდენტი;
  • 1949-53 — დავიდ ბენ-გურიონი, ისრაელის პირველი პრემიერი;
  • 1949 — ისრაელის მიღება გაეროში;
  • 1956 — სინაის კამპანია და ლიბანის კრიზისი;
  • 1967 — ექვსდღიანი ომი, აღმოსავლეთ იერუსალიმისა და სხვა ტერიტორიების შეერთება;
  • 1968-71 - ახალი ებრაულ-არაბული კონფლიქტი;
  • 1973 — ომი სირია-ეგვიპტესთან;
  • 1978 — კემპ-დევიდის შეთანხმება, ეგვიპტესთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა;
  • 1982 — ოპერაცია „შლომ- ა-გალილ“, პალესტინელთა სამხედრო ბაზების განადგურება ლიბანის სამხრეთში;
  • 1994 — პალესტინელ არაბთა ავტონომიის შექმნა ღაზასა და იერიქონში.

გეოგრაფია 


ისრაელის ტოპოგრაფიული რუკა.
ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ისრაელის ჩრდილოეთით ლიბანი და სირიამდებარეობს, აღმოსავლეთით იორდანია, სამხრეთით წითელი ზღვა, ხოლო დასავლეთით ეგვიპტე და ხმელთაშუა ზღვა. ყველაზე გრძელი საზღვარიისრაელს აქვს იორდანიასთან 238 კმ, ყველაზე მოკლე საზღვარი სირიასთან 76 კმ. საზღვაო სანაპირო ხაზის სიგრძე 273 კმ. ტერიტორია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 450 კმ-ზე, ხოლო ყველაზე განიერი ადდილი აღწევს 137 კმ-ს.
ფართობი - 20.800 კვ.კმ, მათ შორის პალესტინის არაბული სახელმწიფოსათვის გაეროს მიერ გამოყოფილი ტერიტორია - 6.220 კმ2 (ღაზას სექტორი და იორდანის დასავლეთი ნაპირი).
რეგიონები. ქვეყნის ჩრდილოეთისა და ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთი მხარე მთიანია; დასავლეთში ზღვისპირული დაბლობია, სამხრეთში კი უდაბნო.
ქვეყნის ჩრილოეთში მდებარეობს გალილის მთები და 1967 წელს შემოერთებული გოლანის მაღლობები. ეს კუთხეები ყველაზე მწვანე და წყალმრავალია ისრაელში; ზამთარი აქ ყველაზე ცივი და ნალექებიანია. გალილსა და გოლანს შორის ხულას ხეობა და ქინერეთის ტბაა.
ქვეყნის ცენტრალური ნაწილის მთიან, აღმოსავლეთ მხარეს, გალილისაგან იზრეელის ხეობა ჰყოფს. ეს მხარე სამარიისა და იუდეის მთებს მოიცავს. ეს მთები ჩრდილოეთის მთებზე დაბალია, მაგრამ ზამთარი აქაც საკმაოდ ნალექებიანია. იუდეა სამარიის სამხრეთითაა. იუდეის მთების აღმოსავლეთითიუდეის უდაბნოა. ამ უდაბნოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მკვდარი ზღვის ჩრდილოეთი ნაპირია. სამარიის მთებსა და იუდეის უდაბნოს აღმოსავლეთითიორდანის დაბლობია. ეს დაბლობი თითქმის უდაბნოსავით მშრალი და უნაყოფოა.
ისრაელის სამხრეთში ნეგევი მდებარეობს. ამ მხარეს სახელმწიფოს ტერიტორიის დაახლოებით 60% უკავია. ნეგევის უმეტესი ნაწილი უდაბნოა. ჩრდილოეთ ნეგევის აღმოსავლეთით მკვდარი ზღვის დასავლეთი ნაპირია. შუა და სამხრეთ ნეგევის აღმოსავლეთ კიდეში არავა, ანუ სტეპი მდებარეობს, რომელიც მშრალი და სრულიად უნაყოფოა.
ისრაელის დასავლეთში, ჩრდილოეთ საზღვრიდან ღაზას სექტორამდეზღვისპირული დაბლობია. ისრაელის ფარგლებში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო დაახლოებით 190 კილომეტრზეა გადაჭიმული. ზღვისპირული დაბლობის ჩრდილოეთ ნაწილს აღმოსავლეთით გალილის მთები აკრავს, ცენტრალურ ნაწილს სამარიის მთები, სამხრეთ ნაწილს კი იუდეის მთები და ჩრდილოეთ ნეგევი. დაბლობის უმეტეს ნაწილში ჰავა ძლიერ ნოტიოა; ზღვასთან სიახლოვის გამო, იქაური ზამთრები ნალექებიანობით ქვეყნის მთიან რეგიონებს არ ჩამოუვარდება, ოღონდ ზღვისპირეთში წელიწადის ამ დროსაც შედარებით თბილა. ისრაელის მოსახლეობის დაახლოებით 70% ზღვისპირულ დაბლობში ცხოვრობს.

ისრაელის დასავლეთი ნაწილი
1967 წელს შემოერთებული ტერიტორიები. სამხრეთში, ისრაელსა და ეგვიპტეს შორის - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ღაზას სექტორიმდებარეობს; პალესტინელი არაბებით დასახლებული ეს ტერიტორია, რომელიც ისრაელმა 2005 წელს დათმო, 2007 წელს პალესტინის ავტონომიასაც გამოეყო და ფაქტიურად დამოუკიდებელი სახელმწიფოა ჰამასის ორგანიზაციის მეთავეობით.
ისრაელის სახელმწიფოსა და იორდანიას შორის მდებარეობს ისრაელის (ქვეყნის) შუა მთიანეთი - იუდეისა და სამარიის ისტორიული კუთხეები - რომელიც ძირითადად პალესტინელი არაბებითაა დასახლებული და უფრო იორდანის დასავლეთი ნაპირის სახელითაა ცნობილი. ეს ტერიტორია ერთდროულად პალესტინის ავტონომიასა და ისრაელის სამხედრო ხელისუფლებას ექვემდებარება და მისი საბოლოო სტატუსი ჯერაც გადაუწყვეტავია.
ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია 1967 წლიდან ისრაელის მიერაა ანექსირებული,გაერო ამ ტერიტორიას კვლავინდებურად სირიის ნაწილად განიხილავს და ისრაელს მის დატოვებას სთხოვს.გოლანის მაღლობების საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.
ბუნება: მთები - გალილეის მთიანეთი; უმაღლესი მწვერვალი - მერონი 1,208 მ; მდინარე - იორდანი; ტბები - მკვდარი ზღვაქინერეთი(იგივე გალილეის).

სახელმწიფო 

  • სახელმწიფო სიმბოლოებიისრაელის დროშა — წარმოადგენს თეთრ ტილოს, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს ორი ლურჯი ზოლი გასდევს. დროშის ცენტრში გამოსახულია დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი. ისრაელის გერბი — წარმოადგენს „ფრანგული“ ფორმის ფარს, რომლის ცენტრში გამოსახულია მენორა - შვიდსანთლიანი შანდალი.
  • სახელმწიფო სისტემა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი შიმონ პერესი (2007).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ–მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ (2009).
  • საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი პარლამენტი (ქნესეთი, 120 წევრი).

დემოგრაფია

ეკონომიკა 

  • რესურსები — საშენი ხე-ტყე, სპილენძის მადანი, ბუნებრივი აირი, ფოსფატი, თიხა, სილა.
  • სახელმწიფო ბიუჯეტი — 38,500 მლნ $ (1999).
  • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი — 154.174 მლრდ $(2005), ერთ სულ მოსახლეზე — 15.920 $.
  • ექსპორტი — ხილ-ბოსტნეული, ნავთობპროდუქტები, ქიმიკატები, მანქანათმშენებლობის პროდუქცია, სასუქები.
  • ვალუტა — ახალი შეკელი (ILS).

მემკვიდრეობა



წყარო: ვიკიპედია
საავტორო უფლებები დაცულია:
ტექსტი ვრცელდება Creative Commons Attribution-ShareAlike ლიცენზიით; და შესაძლოა არსებობდეს დამატებითი პირობები. იხილეთ გამოყენების პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის.
ვიკიპედია® არის არამომგებიანი ორგანიზაცია Wikimedia Foundation, Inc.-ის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი. 


View Larger Map

1 comment:

  1. Casinos near Horseshoe Tunica Hotel and Casino - JTM Hub
    Casinos near Horseshoe Tunica Hotel and Casino Find 울산광역 출장마사지 all the Casinos 하남 출장안마 Near Horseshoe 논산 출장마사지 Tunica Hotel and Casino locations, 익산 출장마사지 from reviews and a list of 태백 출장마사지 the

    ReplyDelete